ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია რამდენად გაამყარებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას და რა განაჩენს გამოუტანს სასამართლო. სარალიძის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება საუბარი იმის შესახებ თუ რამდენად აღსრულდა სამართალი. იგი ყველა დამნაშავის დასჯამდე სამართლიანობისთვის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მიხეილ კალანდიას დაკავებაზე კომენტარი გააკეთა ზაზა სარალიძის ადვოკატმაც. ნესტან ლონდარიძის შეფასებით, საქმე დასრულებული არ არის და მნიშვნელოვანია, სამოხელეო დანაშაულის შესახებაც გასცეს გამოძიებამ პასუხი.