ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებას პროკურატურასთან მისვლას სთხოვს. განცხადება სარალიძემ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ამ წუთებში მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. "არ მივცემ ამ სისტემას უფლებას, რომ ჩემს და არა მხოლოდ ჩემს შვილს, არამედ ყველა მოკლულ ადამიანს ჩააფურთხონ სულში. მივმართავ ბატონ გიორგი გახარიას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც დააკავა და მოიტაცა დღეს, აქ მოსვლის პერიოდში. ჩემი მეგობრები უნდა იყვნენ ჩემს გვერდით. მივმართავ ასევე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემს გვერდით დგომის უფლებას. რაც შეეხება პროკურატურაში ჩემს შესვლას, საათებია ველოდებით შემოთავაზებას. როგორც ჩანს, არ აპირებს შოთაძე ჩვენ იქ შეშვებას და შეხვედრას", - განაცხადა სარალიძემ.
იხილეთ:
ხმაური სასამართლოში - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა"რას მელაპარაკებით, რომელ ნაძირალა პროკურორს ველაპარაკო, რომელმაც ჩემი შვილის მკვლელები დამალა?!" - ზაზა სარალიძის კამათი პროკურატურის წარმომადგენლებთან
ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში: რა განცხადებას აკეთებს შოთაძე, ხორავას საქმის განაჩენის შემდეგ?