ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლო უკომენტაროდ დატოვა. მიუხედავად ჟურნალისტების მცდელობისა ზაზა სარალიძეს არ უსაუბრია მისი შვილის მკველობაში ბრალდებულის მიხეილ კალანდიასთვის დღეს გამოტანილი განაჩენის შესახებ. სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას მოკლეს.