ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა. „ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, არ დავუჯდები სასაუბროდ, გამორიცხულია. დანარჩენი ყველანაირად მზად ვარ, აბსოლუტურად ამომწურავად მოგაწოდოთ ყველაფერი ნებისმიერი დეტალი, თუ რაიმე ინფორმაცია გამაჩნია. ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ“, - განუცხადა ზაზა სარალიძემ სერგი კაპანაძეს.
თავის მხრივ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ კომისიის მიზანია საქმის ბოლომდე მიყვანა.
იხილეთ:
ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს "ფეისბუქით" პასუხობს