სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, დამატებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილია ის ფაქტები, რაზეც სამხარაულის ექსპერტიზას არ უსაუბრია.