ზაზა სარალიძე - რამდენჯერაც აქცია დაგვეგმე, პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - აღარ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი - Palitra News

ზაზა სარალიძე - რამდენჯერაც აქცია დაგვეგმე, პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - აღარ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი

2018-07-03 12:15:15+04:00

რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კონკრეტული აქცია ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ შსს-ს ეზოში გამოხატავს პროტესტს.კითხვაზე, ვის მიერ არის ორგანიზებული დღევანდელი აქცია, რომელიც შსს-სთან, 19:00 საათზეა დაანონსებული, სარალიძის თქმით, ამაზე არაფერი იცის და აქცია თვითონ არ დაუგეგმავს.

იხილეთ:

ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა - "დაველოდები აქ როდის აასეირნებენ კიბეებზე"