მთავარ პროკურატურაში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ზაზა სარალიძე ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად იმყოფება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში მათი მხრიდან დაყენებული იქნება საპარლამენტო კომისიის მიერ გაცემული მეორე რეკომენდაციის შესრულების საკითხი. საუბარია რეკომენდაციაზე, რომელიც მიხეილ კალანდიას მიმართ ბრალის წარდგენის შესაძლებლობას გულისხმობს.