ზაზა სარალიძე პროკურატურაში შეხვედრას გამართავს, როგორც სარალიძე აცხადებს, შეხვედრას მისი ადვოკატი, სახალხო დამცველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაესწრება. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.