რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. ის პარლამენტის შენობისკენ მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც პოლიციამ მისი ტრანსპორტი გააჩერა და გადაადგილების საშუალება აღარ მისცა. ამის შემდე სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისკენ ფეხით მიემართებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და წაიქცა. მას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გაუწიეს დახმარება. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც, თუმცა მან ექიმების დახმარებაზე უარი თქვა, მისი მდგომარეობა სტაბილურია შვლმკვდარი მამა ამბობს რომ პოლიციამ მისი მანქანიდან პირად ნივთებთან ერთად კარავიც ამოიღო და წაიღო, რომელიც პარლამენტის წინ დაედგათ. ზაზა სარალიძის თქმით, მას თანხმობა ჰქონდა როგორც მერიიდან, ასევე სამართალდამცავებიდან, რომ ორი კარავი მიეტანათ პარლამენტის წინ.როგორც ის აცხადებს, ახლა უკვე შეუსაბამო განმარტებას აძლევენ და ეუბნებიან, რომ კარავს არ დაადგმევინებენ. ის სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებს.მომხდარის შემდეგ სარალიძემ მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენიტის შენობის წინ გადაინაცვლა.
იხილეთ: