მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძე, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრაზე იმყოფებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, შსს-სგან ჰქონდა დაპირება, რომ კონკრეტული, რადიკალური ნაბიჯი გადაიდგმებოდა, ზაზა სარალიძე მოკლედ პასუხობს :"გადაიდგმება", თუმცა რა ნაბიჯზეა საუბარი არ აკონკრეტებს.მას არც ის განუმარტავს კმაყოფილია თუ არა შეხვედრით. მთავარ პროკურატურაში შეხვედრას ზაზა სარალიძე, მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.