ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მივა. სარალიძეს აინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება და რა სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. სარალიძის მტკიცებით, პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად კუპრავას და კიდევ ერთ პირს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სარალიძე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ სასადილოს ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.