ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის დეტალურად გაცნობის შემდეგაც პოზიციას არ იცვლის. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, რომელი დანით რა ჭრილობა აქვს მიყენებული მის შვილს.