პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. საბჭო სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს განიხილავს, სადაც გია ვოლსკი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას დარბაზიდან გაძევება და ბოკერიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
რომელ საათზე შეიკრიბება საბჭო, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს სიტყვიერად ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ.