ზაზა ნადირაძემ ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ ფინალურ შეჯიბრში ქართველი ნიჩბოსანის შედეგი 38,439 წამი იყო.
ჩემპიონატზე ნადირაძეს მცირე კურიოზი შეემთხვა. მან ფინიშის ხაზთან თავი ვერ შეიმაგრა და კანოედან წყალში გადაეშვა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევას ზაზა ნადირაძის შედეგზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია - მცხეთელი სპორტსმენი ფინიშზე მეორე იყო.