საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუცისვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. "ლარი დოლართან მიმართებაში 50 %-ით როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ვალუტის გაუფასურებამ ის ადამიანები დააზარალა, ვისაც სესხი აქვს დოლარში და ასევე ვისაც ბიზნესი იმპორტზე აქვს აგებული.