საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები დღეს აქციას გამართავენ. სოფელში ჩასვლას სამოქალაქო აქტივისტები და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც აპირებენ.
აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალისკენ მსვლელობას მოაწყობენ, ზაზას მამა, მიხეილ გახელაძე კი, შეეცდება საოკუპაციო ხაზზე გადავიდეს და ამით დე ფაქტო ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.
გახელაძეების ოჯახს საქართველოს ხელისუფლების იმედი აღარ აქვს. უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური, ამბობს, რომ თითქმის ერთი წელია, ხელისუფლება მათ ატყუებს.
აქცია ოჯახის წევებმა სიმბოლურად ზაზა გახელაძის იუბილეს დაამთხვიეს ის დღეს 34 წლის გახდა.