04:38
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ზაზა ფაჩულიამ თანაგუნდელები ზაფხულში საქართველოში დაპატიჟა - "დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან ისიამოვნებენ"
23-06-2017

ჩემი თანაგუნდელები საქართველოში დავპატიჟე და სტუმრობასთან დაკავშირებით ინტერესიც გამოთქვეს. ამის შესახებ NBA-ის მოქმედი ჩემპიონის "გოლდენ სტეიტის" ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ, "ბიზნესპრესნიუსი" კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელები შესაძლოა საქართველოში ზაფხულში, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე მათი ქართველი თანაგუნდელის, ზაზა ფაჩულიას მოწვევით ჩამოსულიყვნენ.

„საქართველოზე რომ ბევრს ვლაპარაკობ, ალბათ ყველამ კარგად იცის. საქართველოში ჩემი თანაგუნდელებიც დავპატიჟე. სტუმრობასთან დაკავშირებით მათ ინტერესი გამოთქვეს და ზაფხულში თუ დრო გამონახეს და ჩამოვიდნენ, გამახარებენ. დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან ისიამოვნებენ და ალბათ, ასეთი დონის მოთამაშეების ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა თქვენც გაგეხარდებათ“, - აღნიშნა ფაჩულიამ ქართველი გულშემატკივრის კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად მართალი იყო, მისი თანაგუნდელების საქართველოში სტუმრობა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები