გამოქვეყნდა NBA-ს "ყველა ვარსკლავის" მატჩის ხმების შუალედური შედეგები, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილზეა. დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს. წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტია - 541 ათასი ხმა. მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდია (სან ანტონიო) 341 ათასი ხმით. დასავლეთში მცველებს შორის სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) ლიდერობს 523 ათასი ხმით, მეორე ადგილზე კი ჯეიმს ჰარდენია - 519 ათასი. "ყველა ვარსკვლავის" მატჩში 2 მცველი და 3 ფორვარდი შეირჩევა, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით ფანების ხმები მხოლოდ 50% ქულებს აგროვებს, დანარჩენ 50%-ს კი ასოციაციის კალათბურთელებისა და ჟურნალისტების ხმები გადაწყვეტს.