ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "მილუოკის" ესტუმრა და ანგარიშით 108:94 დაამარცხა.ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14:21 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8, 3 მოხსნა და 1 პასი გააკეთა. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
ყველაზე შედეგიანი შეხვედრაში კევინ დურანტი იყო, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 21 ქულას, 10 მოხსნა და 7 პასი მიამატა.
კლეი ტომსპონმა, რომელმაც "კლიპერსთან" შეხვედრა გამოტოვა, 12 ქულა ჩააგდო."მილუოკიდან" ბერძენი იანისი გამოირჩა, რომელმაც თავის გუნდს 23 ქულა მოუტანა."გოლდენ სტეიტი" 4 მოგებით უსწრებს დასავლეთ კონფერენციაში უახლოეს მდევარ "ჰიუსტონს". მომდევნო მატჩს კი ზაზა ფაჩულიას გუნდი 14 იანვარს სტუმრად "ტოტორნტოსთან" გამართავს.