სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. სააგენტოს ცნობით, ბორჯომში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში სასტუმროების, რესტორნების და კაფე-ბარების კვების ბლოკებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს.
შემოწმების შედეგად, სახელმწიფო კონტროლი 74 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც გამოვლენილი დარღვევების გამო 46 ობიექტი დაჯარიმდა.