მზეზე ყოფნისას ორგანიზმი გამოიმუშავებს D ვიტამინს. თუმცა, მზით დამწვრობა სერიოზული პრობლემების მომტანია. ესპანელმა მეცნიერებმა გამოთვალეს მზეზე ყოფნის ოპტიმალური დრო. აღმოჩნდა, რომ საშუალო სტატისტიკური ადამიანი, ზაფხულში, ქალაქში მზეზე 29 წუთზე მეტს არ უნდა ატარებდეს.
თუმცა, ზამთარში უსაფრთხო ლიმიტის ხანგრძლივობა 150 წუთამდე შეიძლება გაიზარდოს. ამ დროის მანძილზე სხეული კანის დამწვრობის გარეშე ასწრებს D ვიტამინის გამომუშავებას. დასხივების დონე დამოკიდებულია ადამიანის ტანდეგობაზე, სხეულსა და ტანსაცმელზე.
შემოდგომასა და ზამთარში ორგანიზმში შეიძლება ვიტამინის დეფიციტი შეიქმნას დღის ხანგრძლივობის შემცირების გამო. ამ შემთხვევაში დეფიციტთან ბრძოლა სწორი კვებითაა შესაძლებელი. რაციონში უნდა იყოს ღვიძლი, კვერცხი, წითელი ხორცი და ცხიმიანი თევზი.