ზალცბურგი ევროკავშირის ლიდერების არაფორმარულ სამიტს მასპინძლობს. განხილვის მთავარი თემა ბრექსითის საკითხია. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე მსჯელობა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინიციატივა იყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ „ბრექსითის“ შესახებ მოლაპარაკებების გახანგრძილვება დაუშვებელია. მან ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარზე საბაჟოს გახსნის თაობაზე ევროკავშირის შეთავაზევაზება არ მოიწონა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯელობა უშედეგოდ დასრულდა.