საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად ჩამოდის, ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია.
როგორც ზალკანიანი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ოპოზიცია თარგმანსა და ლოგიკაშია დაკარგული. ის ოპონენტებს მოუწოდებს, აშშ-ს ელჩის განცხადებები კარგად წაიკითხონ და პოლიტიკურ პროცესებს დროულად დაუბრუნდნენ.
ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა რომ პომპეოს უმთავრესი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოს სტაბილურობის, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაა.