საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით მთავრობა ინტესიურად მუშაობს, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს. როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველოს მისია ჟენევის ჯანდაცვის ოფისთან აქტიურად მუშაობს, რათა ვირუსის შემდგომ პრევენციასთან დაკავშირებით, საქართველოც იყოს პროცესში ჩართული. მან ასევე დასძინა, რომ მყისიერი ზომები იქნება მიღებული ჩინეთთან დაკავშირებით და ასევე, ირანთან მიმართებაში არის უკვე შესაბამისი ზომები მიღებული.