"მოსკოვი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისგან სიგნალების გამოგზავნას რეალურ ცხოვრებაში და არა სოციალურ მედიაში ელოდება", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
"რაც შეეხება სიგნალებს, მათ თქვენგან ველით, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში და არა სოციალურ მედიაში", - წერს ზახაროვა, რითაც ის უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშა, რომ რუსეთის "დიდ რვიანში" დაბრუნება "მაღალი დიპლომატიის" დღის წესრიგში მაშინაა შესაძლებელი, როგორც კი ყირიმი კვლავ უკრაინის ნაწილი გახდება და დონბასის კონფლიქტი დასრულდება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ "რუსეთმა მშვიდობისთვის სერიოზული სიგნალები უნდა გააგზავნოს".