პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 16 ივლისის სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს. იმის გამო, რომ ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილება შეწყვეტა 15 ივლისამდე არ ხდება, მის მაჟორიტარულ ოლქში - დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში შუალედური არჩევნების ჩატარება ვეღარ ესწრება.
ცნობისთვის, ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.