პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს. როგორც ყოფილი დეპუტატი განმარტავს, მას სამართლიანად არ მიაჩნია დაეთანხმოს პარლამენტის წევრობას იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა უწევს, მაშინ, როცა მან, როგორც მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა, უკვე უარი თქვა მანდატზე. როგორც ყოფილი დეპუტატი ამბობს, არ სურს პრეცენდეტის დაშვებით მახინჯ ტრადიციას მისცეს დასაბამი.
ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნების შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკანონმდებლო ორგანო ოთარ ჩრდილელმა დატოვა. პროპორციული სიაში სწორედ ქუცნაშვილი იყო მომდევნო წევრი. ქუცნაშვილმა პარლამენტი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ დატოვა.