ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა შესაძლოა ტელეწამყვან ირაკლი ტაბლიაშვილს სასამართლოში უჩივლოს. აღნიშნულის შესახებ თავად ტაბლიაშვილი საუბრობს, ქუცნაშვილს კი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს, ტაბლიაშვილს კი ცილისწამებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება „პალიტრანიუსზე“ ირაკლი ტაბლიაშვილის საავტორო გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" გაკეთებულ განცხადებას, სადაც ტელეწამყვანმა ზაქარია ქუცნაშვილი „გავრილოვის ჩამომყვნად“ მოიხსენია. ტაბლიაშვილის თქმით ამის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მის მეუღლეს დაუკავშირდა და უზუსტობაზე საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ირაკლი ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს და იმ შემთხვევაში, თუ ქუცნაშვილი სასამართლოში საჩივარს შეიტანს, ის მზად არის ნებისმიერ ინსტაციაში გაარჩიოს აღნიშნული საქმე.