თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთის ქალაქ დამამიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება. მოლაპარაკება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და ავიაკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს შორის შედგა.დამამი საუდის არაბეთის რიგით მე-3 ქალაქია, საიდანაც 2019 წლის თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Flynas ფრენებს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით შეასრულებს, ავიარეისები კვირაში 3-ჯერ განხორციელდება.ცნობისთვის, ავიაკომპანია Flynas-მა საქართველოს მიმართულებით სეზონური ოპერირება 2018 წლიდან დაიწყო. რეისები რიადიდან კვირაში 4-ჯერ, ხოლო ჯედადან კვირაში 3-ჯერ სრულდება. აღსანიშნავია, რომ თბილისის პარალელურად ზაფხულის სეზონზე რიადიდან ავიარეისები ბათუმის მიმართულებითაც შესრულდება.Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს.