ზაფხულის სეზონზე, ბერძნული ავიაკომპანია ელინეარი სალონიკი-თბილისი-სალონიკის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს. ამავე სეზონში ავიაკომპანია რეგულარულ საჰაერი მიმოსვლებს, ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს. ელინეარი სალონიკსა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს 18 მაისიდან 14 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს, ხოლო ჰერაკლიონსა და თბილისს შორის ავიამიმოსვლა 16 ივნისიდან 14 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება.
ელინეარი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია მგზავრებს ბერძნული საკურორტო ქალაქების მიმართულებით დაბალ ტარიფიან სეზონურ ფრენებს სთავაზობს.