ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways (ჯაზირა ეარვეის) თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ივნისიდან დაიწყებს. კომპანია, ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამი სიხშრით ოპერირებას გეგმავს, თუმცა, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა მომავალში ფრენის სიხშირის გაზრდას არ გამორიცხავს.
ცნობისთვის, ქუვეითი-თბილისს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა.