ალერგიული რეაქციის გამოვლინება მწერის ნაკბენზე დღითი დღე მატულობს. პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება.
პირველი ცნობილი ადამიანი რომელიც ანაფილაქსიური შოკით დაიღუპა, იყო ფარაონი მენესი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2540 წელს კრაზანას ნაკბენისაგან გარდაიცვალა.
ზოგადად, ალერგია დაავადებათა შორის გავრცელების მიხედვით მესამე ადგილს იკავებს .მართალია მწერის ნაკბენზე ალერგია დაბალ პროცენტშია, მაგრამ დაუყონებლივი ტიპის ალერგიული რეაქციის გამო ყველაზე საშიშ გართულებად ანაფილაქსიურ შოკად შეიძლება გამოვლინდეს, რომლის დროსაც შესაძლოა ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი შეშუპდეს, ხმა დაიკარგოს, ყელში სხეულის შეგრძნება გაჩნდეს, გულის შეკუმშვათა რიცხვი გაიზარდოს. ასეთ დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.
რა უნდა ვიცოდეთ მწერების ნაკბენზე, რომ ზაფხული უსაფრთხოდ და სიამოვნებით გავატაროთ.