ბაქოს გრანდ სლემზე 100+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გელა ზაალიშვილი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ჰოლანდიელი როი მეიერი, აზერბაიჯანელი რუსტამ კოსტოევი და რუსი ანტონ კრივობოკოვი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ასევე რუსეთის წარმომადგენელს რუსლან შახბაზოვსაც იპონით სძლია. აღსანიშნავია, რომ ზაალიშვილმა გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიპოვა.