ეს გადაწყვეტილება არ ეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს გადაწყვეტილება მიმართულია სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან საშიში პრეცენდენტი დაუშვა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე 5 იანვარს მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.