"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ცენტრალურ პარკად გადაკეთების ინციატივით გამოდის.თვითმართველობის არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში ზაალ ოდუმაშვილი „ინვესტ კაპიტალისგან“ აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვას თბილისის ბიუჯეტის სახსრებით აპირებს.იგი მზადყოფნას გამოთვამს რომ 34 ჰექტარზე თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი რეკრეაციული ზონის მშენებლობა დაიწყოს.„ინვესტ კაპიტალი“ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიაა. უდუმაშვილის განმარტებით, გამოსყიდვისა და ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მშენებლობის პროცესს 18 თვემდე დასჭირდება.