„ნაციონალირი მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატად თუ ვინმეზე შეიძლება იყოს საუბარი ოპოზციისი მხრიდან ეს პირველ რიგში ნიკა მელიაა. უდუმაშვილის თქმით, სწორედ მელიაა პოლიტიკოსი რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, დაამარცხოს „ქართული ოცნების" ნებისმიერი კანდიდატი,
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" გეგმებს, უდუმაშვილის თქმით, პარტია უკვე დღეიდან დაიწყებს მუშაობას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დაგროვდა და მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას. მათ შორის, არის შეთანხმების ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლის საკითხები, ასევე, რაც მთავარია მთლიანად ოპოზიციური სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ მიიღებს ოპოზიცია მონაწილეობას მომავალ არჩევნებზე. უდუმაშვილის ტქმით მელია ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეხვდება.