05:26
23 მაისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ზაალ უდუმაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის, ნიკა მელია კი დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა
26-06-2017

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია წარადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის  საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია წარადგინა. წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.

„შევდივართ საარჩევნო კამპანიაში და ვიცით, რომ ამ ტაძრის ისტორიული ადგილიდან იწყება ის გამარჯვება, რომელიც ჩვენს სამშობლოს და სახელმწიფოს ასე სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს დაუჭერს მხარს.

ჩვენ მტრობით და შურისძიების გრძნობით და სურვილით არ შევდივართ ამ კამპანიაში. სხვისმა შურმა და ღვარძლმა დაგვანახა ჩვენი შეცდომები, სარკეში ჩაგვახედა და გვასწავლა ის, როგორ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა შევიდეთ ბრძოლაში მომავალში და ისიც კარგად გაგვითავისა, რომ დღეს კონფლიქტების რკალით გარშემორტყმულ საქართველოს თავისი მოქალაქეების, თავისი შვილების ერთად დგომა და ერთად მუშაობა სჭირდება ყველაზე მეტად“, - განაცხადა წარდგენისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ბევრი აქვთ წარსულში საამაყო, მაგრამ მათი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის.

AutoPlay
ფილარმონიასთან შეკრებილებმა ფემიციდის შემთხვევები დაგმეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
მედია - დიდ ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილი” ვრცელდება და ყოველდღიურად, ახალი შემთხვევები ვლინდება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
უკრაინა და პოლონეთი ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
"არ მომიკლა დედა" - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიცავთ საერთო სამყაროს, სახელწოდებით - თავისუფლება და დამოუკიდებლობა, იმ დროს, როდესაც ვიღაც კოსმიური მასშტაბის ბარბაროსობას სჩადის
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები