ეს რთული გადაწყვეტილებაა და მივიღებ თუ არა წინადადებას, ჯერ ვერ გეტყვით-ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წინადადებას მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით დათანხმდა. რაც შეეხება, ზაალ უდუმაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის კიევში შეხვედრას,უდუმაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო წინადადება მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, თუმცა მისთვის თანხმობა არ მიუცია.