ზაალ უდუმაშვილი გლდანში, თეთრი ტბის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. მთავარი პრობლემა მათთვის მოუწესრიგებელი გზა, უწყლობა და გარე განათების არ არსებობა წარმოადგენს. უდუმაშვილმა მერიის მაღალჩინოსნებს ხელფასების გაორმაგების ნაცვლად, მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესება ურჩია.