"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან კონკრეტულ განმარტებას ითხოვს, თუ ვისი დავალებით მოაწერა მან ხელი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალებას.
როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ისინი არ მიიღებენ ორაზროვან და აბსურდულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. მისივე თქმით, ქართველი ხალხი ამაზე კონკრეტულ პასუხს ითხოვს.