“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 25 თებერვალს დაგეგმილი აქცია დროებითაა გადადებული და თუ მმართველი გუნდი მოლაპარაკებებზე არ წამოვა, აქციები გაგრძელდება.
უდუმაშვილის თქმით, ოპოზიამ დაანონსებული აქციის გადადებით ხელისუფლებას დრო მისცა. მისი თქმით, ოპოზიცია ნებისმიერი სცენარისთვის მზადა, მათ შორის იმ სცენარისთვის, თუ ხელისუფლება გადადგამს უგუნურ ნაბიჯს, რასაც ქვია ცენტრალური ოფისის შტურიმი.
უდუმაშვილის თქმით, ოპოზიცია სამართალდამცველებს კანონიერი გზებით წინააღმდეგობას გაუწევს და არ მისცემს უფლებას, ნიკა მელია დააპატიმრონ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადეს.