მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ახალი ინციატივით გამოდის.. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის განცხადებით დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი სოციალურ დახმარებას ელოდება, რომლის მიღებაც, მახინჯი პოლიტიკის გამო არ ხერხდება. უდუმაშვგილი ამბობს რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში ყველა სოციალურად დაუცველი, რომლის სარეიტინგო ქულა ორასი ათასამდე განისაზღვრება, დამატებით 50 ლარიან დახმარებას მერიისგან მიიღებს.