პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების საქმეზე დაკავებულ ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარემ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ზაალ ლატარია სამართალდამცველებმა ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.