ტემპესკოპი ფიზიკური მოწყობილობაა, რომლის იდეა, დიზაინი და შექმნა კენ კაიამოტოს ეკუთვნის. როგორც ჩანს, გამომგონებელს მოსწონს რეალურ და ციფრულ სამყაროს შორის ბარიერის დამსხვრევა.ყუთი ვიზუალურად გადმოსცემს მომავალი დღის ამინდის პროგნოზს. იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი დღე ნალექიანი იქნება, ყუთში ღრუბლები ჩნდება და წვიმა მოდის. მზიანი ამინდის შემთხვევაში კი ჯადოსნური მინის "აკვარიუმი" სინათლეს აფრქვევს.