ვიდეო ჰოსტინგი YouTube საბავშვო კონტენტის ცალკე პროგრამაში - YouTube Kids-ში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც გაზეთი წერს, ეს ბავშვების დაცვისთვის კეთდება. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, საბავშვო ვიდეო არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება YouTube-ზე და მასზე კომპანიის სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი მოდის. ამიტომ კომპანიისთვის საბავშვო კონტენტისთვის ცალკე პროგრამის გამოჩენა აუდიტორიის შენარჩუნების თვალსაზრისით სარისკოა.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი სხვადასხვა უამრავ ვარიანტს განიხილავენ და „ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იდეად რჩება“.