
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
YouTube-მა დონალდ ტრამპის არხი დროებით დაბლოკა
13-01-2021
კომპანია YouTube-მა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არხი მინიმუმ ერთი კვირით დაბლოკა, - ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ YouTube-ზე ატვირთულმა ვიდეომ ძალადობის წახალისება გამოიწვია, რის გამოც ადმინისტრაციამ ვიდეო წაშალა.
„ჩვენ წავშალეთ დონალდ ტრამპის არხზე ატვირთული ახალი კონტენტი და ძალადობის წახალისებასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკის დარღვევის გამო არხი შევაჩერეთ ”, - აცხადებენ კომპანიაში.
მათი განმარტებით, მომდევნო 7 დღის განმავლობაში, ტრამპის არხზე ახალი ვიდეოების ატვირთვა შეუძლებელი იქნება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კომპანია Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიში "განუსაზღვრელი ვადით", Twitter-მა კი სამუდამოდ დაბლოკა.
AutoPlay

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ

„ქართული ოცნების“ ყრილობა დღეს გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარესა და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 152 ტესტი ჩატარდა
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ

ნიდერლანდების მთავრობა ბავშვთა დახმარებების სკანდალის გამო გადადგა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ

რუსეთმა "ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის პროცესი დაიწყო
გამოქვეყნდა 12 საათის წინ

თენგიზ ცერცვაძე - COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მონაცემებით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია
გამოქვეყნდა 12 საათის წინ