მაშინ როცა მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველო ზომებს ამკაცრებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით აუცილებელია ხალმხრავლობისგან თავის არიდება და სახლში დარჩენა, ასეთ ვითარებაში მძღოლებისა და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად, Yandex Taxi-მ თბილისში დანერგა ახალი სერვისი ,,მიტანა“, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ახლობლებს გადასცენ ტანსაცმელი, საკვები, მედიკამენტები და სხვა მათთვის სასურველი ნივთი, რომელიც გაგზავნამდე აუცილებლად უნდა შეიფუთოს კონვერტში, ყუთში ან პაკეტში. „მიტანა“ შეგიძლიათ იხილოთ სხვა ტარიფებს შორის აპლიკაციაში. მომსახურების სარგებლობისთვის საჭიროა ტელეფონის ნომრის მითითება. რა დროსაც მომხმარებელი მიიღებს SMS-ს საიტის ბმულით, სადაც შესაძლებელია მარშრუტზე ავტომობილის მოძრაობაზე თვალის მიდევნება. რაც შეეხება ტარიფის ღირებულებას: გაგზავნის ტარიფი, პირობითად, ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაახლოებით 4 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს. თბილისის მაცხოვრებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ოფცია ,,კარიდან კარამდე“. ასეთ შემთხვევაში მძღოლი გადასცემს გზავნილს პირდაპირ ბინის, ან ოფისის კართან. მომხმარებელს ასევე შეუძლია ე.წ. უკონტაქტო მიწოდების მითითება. ასეთ შემთხვევაში მძღოლი მიიტანს გზავნილს მითითებულ მისამართზე, დადებს მას კართან და დაელოდება, სანამ მიმღები თვითონ აიღებს შეკვეთას. აღსანიშნავია, რომ Yandex Taxi-ის ახალი სერვისისთვის ნაღდი ანგარიშსწორება არ არის გათვალისწინებული. გადახდება ხდება წინასწარ, აპლიკაციასთან მიბმული ბარათით. გადახდის ასეთი მეთოდი ამცირებს ინფექციის გადაცემის ალბათობას, რადგან არ არის საჭირო კუპიურებისა და მონეტების გაცვლა. ასევე მძღოლებს საშუალება ეძლევათ მიიღონ დამატებითი შეკვეთებიYandex Taxi-ს უფასო აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და Android-სთვის ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.