ამერიკულ ინტერნეტ-კომპანია იაჰუს ამიერიდან ალტაბა დაერქმევა. კომპანიისთვის სახელის შეცვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკუთარი ბიზნესის ძირითადი ნაწილი იაჰუმ კომპანია ვერიზონს მიჰყიდა. გარიგების დასრულების შემდეგ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვლება. იაჰუს დატოვებს რამდენიმე ტოპ-მენეჯერი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი მარისა მეიერი. ვერიზონის მიერ იაჰუს მთელი ინტერნეტ-ბიზნესის შეძენის პროცესი ოფიციალურად მარტში გაფორმდება.