Xiaomi-მ (შაომი) უჩარჩო სმარტფონი Mi MIX 3 (მი მიქს სამი) წარადგინა. მისი პრეზენტაცია პეკინში "აკრძალულ ქალაქში" გაიმართა. ახალი სმარტფონი აღჭურვილია მაგნიტური სლაიდერით, კამერასთან წვდომისთვის კი უკანა პანელის გამოწევაა აუცილებელი. მისი გაყიდვები ჩინეთში 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება, ფასი კი 3 ათას 299 იუანი ანუ დაახლოებით, 475 დოლარი იქნება. ცნობისთვის, Xiaomi 2010 წელს დაარსდა და ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით მეოთხე ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების ბრენდია.