ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამჭვირვალე ტელევიზორი წარადგინა. 55-დიუმიანი ულტრა თხელი ეკრანის ახალი ტელევიზორი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს გამოსახულებას ჰაერიდან იღებს. გამორთვისას კი გამჭვირვალე მართკუთხა მინა რჩება.
ყველა პროცესორი, რომელიც პასუხისმგებელია მოწყობილობის მუშაობაზე, ინახება ტელევიზორის ქვეშ არსებულ სტენდში..
Xiaomi-ს ეს ახალი ტელევიზორი 50 ათასი იუანი ანუ დაახლოებით 7 ათას 195 დოლარი ეღირება. მისი ოფიციალური გაყიდვები ჩინეთში 16 აგვისტოდან დაიწყება.